წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
2. „ლაფგადასხმული ქათამი“
ერთი დარბაისელი, ძველებური იმერელი მიიწვიეს სადილად, ევროპიულად გაუმასპინძლდნენ და, სხვათა შორის, ქათამი მოუტანეს, რომელსაც თეთრი საწებელი („სოუსი“) ჰქონდა გადასხმული. სტუმარმა გამოარჩია კარგი ნაჭერი, გადაფხიკა დანით, გაწმინდა და ისე დაუწყო ჭამა. მასპინძელმა თვალი მოჰკრა და ჰკითხა: „განა არ მოგეწონათ ეგ ქათამი? უგემური ხომ არ არისო?“
რას ბრძანებო, - მიუგო სტუმარმა, - ქათამი ჩვენებურია და, ღმერთმა კაი მოგცეს, კარგიც იყო, მაგრამ თქვენებურად...
