წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
1. საიქიოს დაჯილდოვებული
ერთი იმერელი აზნაურიშვილი მოკვდა ხოლერით და სურამში დაასაფლავეს. ჭირისუფლებმა შეიცხადეს და შორიდან გამოიგლოვეს, მაგრამ გულში კი ნაკად დარჩათ, რომ, ახლოს დაუტირებელს, მისი საგვარეულო სამარე აღარ ეღირსა და სადღაც, სასხვისშვილოში უპატრონოდ გდიაო. ეს გაიგო ერთმა მათმა მოგვარეთაგან, თბილისში „გამოსუქინსინებულმა“, მივიდა ნათესავებთან და რჩევა მისცა: „მაგაზე ნუ შეიწუხებთ თავს!.. მე ვიცი ის, ჩვენი მკვდარი, სადაც მარხიაო. თქვენ მხოლოდ ხელი შემიწყვეთ, მე ჩუმად ...
