ისურვე წიგნი
ტოპ 10
ენა
დალაგება
თანამედროვე, ქართული, რომანი
ეს ამბავი თხუთმეტი წლის წინათ მოხდა: ოცდასამი წლის მარიკა ქალბატონ ნელის შინ ეწვია და უთხრა, მე და შენს ქმარს ერთმანეთი გვიყვარსო...
გაგრძელება წაიკითხეთ რომანში, რომელიც დაიწერა ზუსტად თხუთმეტი წლის წინათ, მაგრამ ქალბატონი ნელის თხოვნით მის სიცოცხლეში არ გამომიქვეყნებია...
თანამედროვე, ქართული, დეტექტივი
სიუჟეტი ერთ კარგად ნაცნობ ქვეყანაში სამთავრობო გადატრიალების მცდელობის ფონზე ვითარდება. რომანის მთავარი გმირი გენერალია, რომელიც უბრალო ჯარისკაცად გაეცნობა მის გადამრჩენელ ახალგაზრდა ქალს. ამ ახალგაზრდა ქალს კი ქმარი უფროსთან ღალატობს. საბოლოოდ, ყველაფერი ქვეყნის მთავარსარდლის კაბინეტში გაირკვევა.
კლასიკა, თარგმანი, რომანი
კლოუნის თვალთახედვა გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. მასში ხელოვანის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ამ საზოგადოების წარმომადგენლების მისადმი დამოკიდებულების პრობლემური საკითხებია დასმული.
ქართული, რომანი
საქართველოს ქარიშხლიან ისტორიაში წუთისოფელივით ჩაიქროლა მეოცე საუკუნის სისხლიანმა ოციანმა წლებმა, რომელმაც მოუშუშებელი ტკივილები დაგვიტოვა შთამომავლობას. სწორედ ამ მტკივნეულ პერიოდზე, კერძოდ, საჩხერესა და ჭიათურაში დატრიალებულ ტრაგედიაზეა დაწერილი წინამდებარე რომანი.
კლასიკა, თარგმანი, მცირე პროზა
კრებულში შესულია დიდი რუსი კლასიკოსი მწერლის ანტონ ჩეხოვის მოთხრობები.
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გადამდგარი გენერალი და მისი ოჯახი გერმანიის საკურორტო ქალაქ რულეტენბურგში (დასახელება გამოგონილია) ისვენებენ. მათ თან ახლავთ ოჯახის მასწავლებელი - ალეკსეი ივანოვიჩი, რომელიც გენერლის გერზე - პოლინაზეა შეყვარებული. პოლინას, თავის მხრივ, ფრანგი მარკიზი უყვარს.
მოულოდნელად ქალაქში ჩამოდის ბებიაც („la baboulinka“), რომლის გარდაცვალებასაც ყველანი დღე-დღეზე ელოდნენ (მისგან ანდერძით...
თანამედროვე, ქართული, რომანი, დრამატურგია
რომანი-მისტიფიკაცია პიესად - ტექსტი, რომელიც მთლიანად დრამატურგიული ფორმითაა გადმოცემული. აფხაზი და ქართველი ერის ერთმანეთთან დაბრუნების სკანდალური ვერსია. ავტორმა ქარგად გიუნტერ აიხის საკითხავი პიესის ფაბულა გამოიყენა და მოქმედება შუაგულ აფხაზეთში გადმოიტანა.
კლასიკა, თარგმანი, რომანი
ჯონ სტაინბეკის „ტორტილა ფლეტის“ ტრადიციულ-ლიტერატურული დახასიათება გვეუბნება - „ამ რომანში ასახულია პაისანოების - ამერიკული საზოგადოების უმდაბლესი ფენის - ტრაგიკული ცხოვრება“. თუმცა რომანის კითხვისას აშკარა ხდება, რომ უსაქმური და უმიზნო ადამიანების ცხოვრება ტრაგიკული კი არა, უბრალოდ, ერთნაირად უშინაარსოა არა მარტო ამერიკაში, არამედ ყველა ქვეყანაში.
მეორეს მხრივ,...
კლასიკა, თარგმანი, რომანი, საბავშვო
„თხუთმეტი წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. მასში მოთხრობილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით აღსავსე თავგადასავალი. რამდენიმე თვის განმავლობაში, ღია ზღვასა თუ ტროპიკულ აფრიკაში, 15 წლის ბიჭის მეთაურობით მოგზაურ გმირებს თავს ატყდება ათასგვარი განსაცდელი, თუმცა როგორც ჟიულ ვერნის ყველა დანარჩენ რომანში, საბოლოოდ აქაც...
თანამედროვე, ქართული, რომანი
ავტორისაგან: ეს არის სასიყვარულო რომანი. მასში აღწერილია მრავალ ტანჯვაგამოვლილი, დღეს წარჩინებული, საზოგადოებაში პატივცემული მარტოხელა ქალის ცხოვრება, რომელსაც დღემდე არ მოშუშებია ყმაწვილქალობაში ტრაგიკული სიყვარულით მიღებული ტრამვა. ამიტომ არასოდეს უფიქრია სიყვარულზე და გათხოვებაზე, დაკავებული იყო თავისი წარმატებული ბიზნესით, ეწეოდა დიდ ქველმოქმედებას,...
1 - 10, 292 წიგნიდან




















