ისურვე წიგნი
ტოპ 10
ენა
დალაგება
კლასიკა, თარგმანი, რომანი, საბავშვო
„თხუთმეტი წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. მასში მოთხრობილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით აღსავსე თავგადასავალი. რამდენიმე თვის განმავლობაში, ღია ზღვასა თუ ტროპიკულ აფრიკაში, 15 წლის ბიჭის მეთაურობით მოგზაურ გმირებს თავს ატყდება ათასგვარი განსაცდელი, თუმცა როგორც ჟიულ ვერნის ყველა დანარჩენ რომანში, საბოლოოდ აქაც...
კლასიკა, თარგმანი, საბავშვო
„კაპიტან გრანტის შვილები“ ჟიულ ვერნის ცნობილი ტრილოგიის პირველ ტომს წარმოადგენს. ამ რომანში ერთიანდება „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“-ისა და „საიდუმლო კუნძულის“ სიუჟეტური ხაზები.
შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გრანტი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დაარსოს....
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
საიდუმლო კუნძულზე გარიყული ხუთი მამაცი ადამიანის თავგადასავალი ერთგვარი გაგრძელებაა რომანისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, რამდენადაც წყალქვეშ დატრიალებული უცნაური ამბების კვანძი სწორედ ამ საიდუმლო კუნძულზე იხსნება.
რომანი იკითხება სულმოუთქმელად და მოგვითხრობს ინჟინერ სმიტისა და მისი მეგობრების შესახებ, რომლებიც ტყვეთა ბანაკიდან გაპარვას მოახერხებენ და აეროსტატით...
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
საიდუმლოებით მოცული კაპიტანი ნემო, მის მიერვე აგებულ ხომალდზე ბუნებისმეტყველების პროფესორს დაატყვევებს და წყალქვეშა სამყაროში ამოგზაურებს: აქ წაიკითხავთ წყალქვეშა სამყაროს მკვიდრთა გასაოცარ ამბებს, მრავალი ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ამოხსნის მოწმეც გახდებით, ზოგს დაიჯერებთ, ზოგს - არა, ფიზიკა-მათემატიკისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში...
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა
1864 წელს დაწერილი სამეცნიერო-ფანტასტიკური შინაარსის რომანი გეოლოგიის პროფესორისა და მისი ძმისწულის თავგადასავალზე მოგვითხრობს. შემთხვევით ნაპოვნი ისლანდიელი ალქიმიკოსის კრიპტოგრამა მეცნიერებს შთააგონებს დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალი გზის შესაძლო არსებობის შესახებ. იწყება ექსპედიცია მყინვარის კრატერიდან ქვევით!
მკითხველი მრავალი რეალური თუ გამოგონილი...
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
„მთვარის გარშემო“ ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის „დედამიწიდან მთვარემდე“ გაგრძელებაა.
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
„დედამიწიდან მთვარემდე“ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად მოჩანს ავტორის წარმოდგენები კოსმოსის ათვისების სფეროში, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწარმოების დაწერის თარიღს (1865), ავტორის ბევრი წინასწარმეტყველური მიხვედრა განსაცვიფრებლადაც კი მოგვეჩვენება.
1 - 7, 7 წიგნიდან

















