საიტის წესები

lit.ge არის ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების და პერიოდული გამოცემების შეძენის, პირადი - დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის და გამოწერის სერვისებს.

საიტზე წიგნების/პერიოდიკის შეძენა შესაძლებელია დეპოზიტზე თანხის დადების შემდეგ. დეპოზიტის შევსება ხდება ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის საშუალებით.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი დეპოზიტზე არსებულ ნაშთს ხედავს საიტის მარჯვენა, ზედა კუთხეში, მომხმარებლის სახელის გასწვრივ.

საიტზე გათვალისწინებულია წიგნის/პერიოდული გამოცემის არასანქცირებული გავრცელებისგან დაცვის ტექნიკური მექანიზმები, რაც გულისხმობს მათი კოპირების შეზღუდვას.

საიტზე განთავსებული წიგნების ელექტრონული ვერსიები წარმოადგენს საიტის საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით არალეგალური გავრცელება (სრული ან ნაწილობრივი) ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საიტზე შეძენილი წიგნის/პერიოდული გამოცემის წაკითხვა შესაძლებელია იოტა რიდერის, ან ანდროიდის, აიოსის (ეფლის) და ვინდოუსის  აპლიკაციების საშუალებით.
ერთი მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქტის წაკითხვა შეუძლებელია სხვა მომხმარებლის იოტა რიდერზე, ან ვინდოუს აპლიკაციაში სხვა სამომხმარებლო სახელით ავტორიზაციის შემთხვევაში.

ვინდოუს აპლიკაციაში ერთი და იგივე მომხმარებლის სახელით და პაროლით რამდენიმე კომპიუტერიდან ერთდროული ავტორიზაცია და კითხვა შეუძლებელია.

ინტერნეტ მაღაზიაში წიგნის/პერიოდული გამოცემის სარეალიზაციოდ განთავსება შეუძლია მხოლოდ საავტორო უფლების მქონე პირს, საიტის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

წიგნის/პერიოდული გამოცემის სარეალიზაციოდ განსათავსებლად დაუკავშირდით რედაქციას:

ელ-ფოსტა: info@lit.ge
ტელეფონი: +995 32 214 66 55 


საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.