ისურვე წიგნი
ტოპ 10
ენა
დალაგება
კლასიკა, ქართული, თარგმანი, პოეზია
გრიგოლ აბაშიძის რჩეული თხზულებები ექვს ტომად. პირველი ტომი მოიცავს ავტორის პოეტურ ქმნილებებსა და პოეტურ თარგმანებს. მომდევნო ტომებში შესულია მწერლის რომანები: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“, „ყორნალი“, აგრეთვე მოთხრობები და პიესები. მეექვსე, დასკვნით ტომში - მწერლის მოგონებები და სხვადასხვა წლებში დაწერილი წერილები.
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გიორგი გაბაიძის სახელი და გვარი კარგად არის ცნობილი პოეზიის მოყვარულთათვის. მისი ლექსები განსაკუთრებული ხიბლით გვიზიდავენ და თავს გვამახსოვრებენ.
დამაფიქრებელსა და ლაღ სატრფიალო ლირიკას ფილოსოფიური წიაღსვლებით გაჯერებული სათქმელი ენაცვლება და პოეტის სულიერი სამყაროს უწმინდესი ოაზისები
იხატება.
დავით თედორაძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
დავით-დეფი გოგიბედაშვილის ახალი ლექსების კრებული.
თანამედროვე, ქართული, პოეზია, მცირე პროზა
„კულინარიული პროზა თუ ლიტერატურული კულინარია?“ – როცა ამ წიგნის სახელდებაზე ვფიქრობდი, ათასგვარი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინი გამახსენდა. გამახსენდა და ათასივე უარვყავი. ეს უფრო მოგონებების წიგნია: გემოებით, სუნებით, ფერებითა და შეგრძნებებით დამახსოვრებული მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების კულინარიაში გავაერთიანე და მომინდა, სხვებისთვისაც...
თანამედროვე, ქართული, პოეზია
sms-ების ესთეტიკის ხანაში, როდესაც სქელტანიანი რომანების მსგავსად, ეპიკური ჟანრებისთვის ადგილი აღარ რჩება, პოეზიაშიც უპირატესობას მცირე ფორმა, ერთგვარი მიკროპოეზია ისაკუთრებს. მაგრამ მინიმალისტური პოეზია ისევე ძველია, როგორც თვით ხელოვნება - თუკი გავიხსენებთ უძველეს წარწერებს არტეფაქტებსა თუ კედლებზე, ან, თუნდაც, უამრავ უსათაურო, ანონიმურ ერთტაეპიან სტრიქონებს მე-19...
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გიორგი ზანგურის განახლებულ კრებულში – „ჩემს თანადედამიწელებს“ პოეტის 100-მდე ლექსია შესული, რომლებიც მის მიერ სხვადასხვა პერიოდშია დაწერილი.
კლასიკა, თარგმანი, პოეზია
მეოცე საუკუნის ცნობილი რუსი მწერლის, ცისფერყანწელთა მეგობრის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის პასტერნაკის ლექსების კრებული. რუსულიდან თარგმნა ბათუ დანელიამ.
თანამედროვე, ქართული, პოეზია, საბავშვო
„ბუსუნსულები“ მკითხველისთვის უცნობ და სრულიად უჩვეულო ისეთ ჟანრს მიეკუთვნება, რომელიც ლიტერატურისა და მხატვრობის, სადიდო და საბავშვო პოეზიის მიჯნაზე შეიქმნა. ავტორმა თვითონვე გამოუძებნა დასახელება ამ ახალ ჟანრს - „ლექს-ნახატები”.
კლასიკა, თარგმანი, პოეზია
ჯეიმზ ჯოისის „კამერული მუსიკა“ – 36 მცირე ზომის ლექსისგან შემდგარი კრებული, ერთ ციკლში გაერთიანებული სატრფიალო ლირიკის ნიმუშია, მისთვის დამახასიათებელი შეხვედრისა და განშორების, სიხარულისა და ტანჯვის, მოლოდინისა და მარტოობის მოტივებით.
საინტერესოა, რომ კრიტიკოსთა ერთი ნაწილი კრებულში პაროდიულ ასპექტს ხედავდა. როგორც აღნიშნავდნენ, თავად წიგნის სათაური „კამერული...
კლასიკა, ქართული, პოეზია, დოკუმენტური
ანა კალანდაძის ლექსები, წერილები, მოგონებები.
1 - 10, 102 წიგნიდან

