ისურვე წიგნი
ტოპ 10
ენა
დალაგება
კლასიკა, ქართული, რომანი
გრიგოლ აბაშიძის რჩეული თხზულებების მესამე ტომში შესულია რომანი „დიდი ღამე“.
თანამედროვე, ქართული, რომანი
„...[ის] ჩემთვის თავისუფლებისა და მარტოობის ადგილი იყო. ასე ჩანდა ფილმებიდან და მეც ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არსებობს ქვეყანა, სადაც იბადებიან ადამიანები, რომლებიც უკრავენ თავისუფლების მუსიკას, მღერიან სიყვარულზე და ტკივილზე, ებრძვიან დარდს და სწამთ ღმერთის, როგორც ეს ესმით“, – პატარა, ომგამოვლილი საქართველოდან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით...
თანამედროვე, ბიზნესი
3 სტატია სინერჯი ჯგუფის წიგნებიდან წიგნაკში მოხვედრილი სტატიები შესულია „სინერჯი ჯგუფის წიგნების“ სხვადასხვა კრებულში. მასში მოცემული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მრავალწლიან გამოცდილებას და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში, რასაც ავტორთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა და აანალიზებდა.
კლასიკა, ქართული, რომანი
გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული სამყარო ხილულისა და უხილავის, სინამდვილისა და ზღაპრულის, რეალურისა და მითიურის შუა ამოიზარდა, როგორც გაცხადებული საიდუმლო. მას სამყარო გაენდო. ახლა მწერალი თავადვე ცდილობს ამ საიდუმლოს სხვებიც აზიაროს. საოცარი დანდობითა და უბრალოებით ამკვიდრებს ჩვენში შინაგან მზაობას, რათა ვირწმუნოთ უმცირესში უდიდესი, წარმავალში მარადიული ანუ ადამიანში -...
თანამედროვე, ქართული, რომანი, მცირე პროზა
კრებულში „ოცნებების რაფსოდია“ შესულია რომანები „ზოგჯერ ოცნებებიც შეიძლება ახდეს“ და „ტრიუმფი“, ასევე მოთხრობა „ლენინგრადული არდადეგები“.
მოთხრობა დაწერილია თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ოდნავ მოგვიანებით, ვიდრე რომანი „ზოგჯერ ოცნებებიც შეიძლება ახდეს“, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბავი წინ უსწრებს ხსენებულ რომანში აღწერილი ისტორიის ბოლო ნაწილს, ამიტომ იგი პირველია...
კლასიკა, თარგმანი, მცირე პროზა
წიგნში შესულია ფრანც კაფკას ორი მოთხრობა: „განაჩენი“ და „სადამსჯელო კოლონიაში“.
თანამედროვე, თარგმანი, დოკუმენტური
სტალინი ბოროტების სიმბოლო, თუმცა ამავე დროს, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა.
ამ ბიოგრაფიულ რომანში ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების სკანდალურ და აქამდე უცნობ ფაქტებს დაბადებიდან რევოლუციონერობამდე – როგორ და რატომ იქცა სემინარიელი ბიჭი ჯერ მეამბოხედ და შემდეგ სასტიკ მმართველად. ეს არის თავგადასავალი ქართველი...
კლასიკა, ქართული, რომანი
გრიგოლ აბაშიძის რჩეული თხზულებების მეორე ტომში შესულია რომანი „ლაშარელა“.
კლასიკა, ქართული
ვახტანგ ჭელიძის „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ არის მხატვრულად მოთხრობილი ისტორია ჩვენი ხალხისა, უძველესი დროიდან დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. ავტორს გამოყენებული აქვს მდიდარი საისტორიო წყაროები, ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, სიგელ-გუჯრები, ფოლკლორი, ეთნოგრაფიული გამოკვლევები, არქეოლოგიური მონაპოვრები, წინა თაობების დიდი ქართველი ისტორიკოსების...
თანამედროვე, ქართული, მეცნიერება
ნაშრომში წარმოდგენილია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს, აგრეთვე რომაულ-ბიზანტიურ სამყაროსთან დასავლეთ საქართველოს მრავალმხრივ ურთიერთობათა პერიპეტიები. განხილულია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს პოლიტიკურ ურთიერთობათა გენეზისი, მითრიდატე ევპატორის აგრესია კოლხეთში, ამ აქციისადმი კოლხთა რეაგირების საკითხები; ნაჩვენებია რომისა და ბიზანტიის პონტო-კავკასიის თავდაცვითი...
1 - 10, 1006 წიგნიდან

